პროექტის გეგმა


                                                  სასწავლო პროექტის გეგმა
1.       პროექტის სახელწოდება: “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“
2.       პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: მოსწავლეების დაინტერესება და მეტი ინფორმაციის ცოდნა „კალათბურთზე და ცნობილი ქართველი კალათბურთელების წარმატებებზე „
3.       პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები არ არიან ინფორმირებულები სპორტის ამ სახეობის შესახებ შესაბამისად და სჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
4.     პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეების    სხვადასხვა  საინფორმაციო  წყაროებიდან  (ბეჭდვითი, აუდიოვიზუალური,  ინტერნეტი)  საჭირო ინფორმაციის მოძიების და  მისი დამუშავების,  გამოკითხვის უნარ-ჩვევების განვითარება. 
·         თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის  ჩამოყალიბების,  გადაწყვეტილებების მიღების   უნარ-ჩვევების განვითარება.
5.       მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
6.       ვადები ხანგრძლივობა:4კვირა
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტმა შესძინა მეტი ცოდნა კალათბურთზე.
8.       პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,ისტ-ის გამოყენება,კალათბურთის ბურთი, მოედანი,საფსტვენი,ცარცი,ბლოკნოტი,წამზომი.
9.      პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
§  მოსწავლეებისთვის იდეის გაცნობა.
§  მოსწავლეების მიერ  საჭირო  კითხვების ჩამოყალიბება.
§  ჯგუფის შექმნა, ფუნქციის გადანაწილება, დავალებების მიცემა.
§  მუშაობის დაწყება.
§  შესრულებული სამუშაოს შეჯამება,  ჩამოყალიბება.

10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
§  სპ.V.3. მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში,         რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
§  სპ.V.4. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.
11.   პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):  ქრისტინე ლომიძე
12.    ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   kristine.lomidze1976@gmail.com
13.   პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   lomidzekristine.blogspot.com

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

შეფასების რუბრიკები