გაკვეთილის გეგმა


                        გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი,გვარი-ქრისტინე ლომიძე
პირადი ნომერი 60001002787
საგანი-სპორტი
სწავლების საფეხური/8კლასი-საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა-19.სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა-„კალათბურთი“-ბურთის ფლობა წყვილებში.
გაკვეთილის მიზანი-მოსწავლეებმა ისწავლონ ბურთის ტყორცნა და დაჭერა წყვილებში.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა.
მოსწავლეების ორგანიზმის შემზადება გაკვეთილის ძირითადი ნაწილისთვის.
სიარული,რბენა,მოწყობა-გადაწყობა,
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები.
Poverpoint-ით მომზადებული პრეზენტაცია.
ზოგადპედაგოგიური და ზუსტად რეგლამენტირებული ვარჯიშების მეთოდი სირბილი;
ვარჯიშები სუნთქვის აღდგენაზე;სიარული მითითებულ ტემპში;
მთელი კლასი(ფრონტალური)
სასტვენი,
წამზომი,
კალამი,
ბლოკნოტი.
პროექტორი,სლაიდები.
13წთ
2
ბურთის ფლობის უნარის განვითარება,ხელების,ფეხებისა და ზურგის კუნთების გამაგრება
ზუსტად რეგლამენტირებული ვარჯიშების მეთოდი
ჯგუფები

2წთ
3
განვლილი მასალის(წინარეცოდნა)განმეორება:ბურთის მიღება ზემოდან და ქვემოდან ორი ხელით.
ვარჯიშების მთლიანობაში შესრულების მეთოდი
ინდივიდუალური
კალათბურთის ბურთები
5წთ
4
.ბურთის ტყორცნისა და დაჭერის ტექნიკის გამეორება ადგილის დატოვების გარეშე.
.წყვილებში სიზუსტით ბურთის ტყორცნის ტექნიკის განმტკიცება
.საკუთარი და მეწყვილის ქმედების ადეკვატური შეფასების უნარის განვითარება.
.ურთიერთთანამშრომლობის უნარის გაანვითარება
ვარჯიშების მთლიანობაში შესრულების მეთოდი
წყვილებში
ბურთები ცარცი
10წთ
5
მოძრავი თამაში“წრეში ბურთი“(დაჭრილი მოთამაშეები ითამაშებენ ლახტით)
თამაშობითი მეთოდი
მთელი კლასი
ბურთი,სახტუნელები,სასტვვენი,წამზომი
10წთ
6
დამამშვიდებელი ვარჯიშები,გაკვეთილის შეფასება
ზოგადპედაგოგიური და აქტიური დასვენების მეთოდი
მთელი კლასი(ფრონტალური)
სასტვენი,
წამზომი,
კალამი,
ბლოკნოტი
5წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
·            აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს.
·           მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;

სპ.VII-IX.6. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.
·           გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, არეგულირებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს, არ ჰყვება პროვოკაციას;
ადევატურად აღიქვამს მოგებას და წაგებას, ზომიერია  გრძნობათა გამოხატვისას;

სწავლის შედეგები:მოსწავლეები გააცნობიერებენ თავის შესაზლებლობებს,თვითკორექციასა და წინააღმდეგობების გადალახვას.ადეკვატურად შეაფასებენ,როგორც თავის ასევე მეწყვილის ქმედებებს.

ცოდნა:მოსწავლეები დაეუფლებიან წყვილებში ბურთის დაჭერისა და ტყორცნის სხვადასხვა ვარიანტებს.
უნარები:მოსწავლეებს განუვითარდებათ მოძრავი უნარები,რეაქციის სისწრაფე და მოძრაობის კოორდინირება.
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:მოსწავლემ იცის ბურთის გადაცემა ორი ხელით:მკერდიდან,იატაკიდან,არეკლით და ცალი ხელით.
შეფასება:გაკვეთილის მსვლელობის პროცესში მოსწავლე ფასდება განმავითარებელი კომენტარით,საკლასო აქტივობების შესრულებაში ჩართულობით.


ხელმოწერა: ქ.ლომიძე

თარიღი:

Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

შეფასების რუბრიკები